Wednesday, December 19, 2012

ყაზბეგის ღირშესანიშნაობები (1)


   მთის შვილები მთის ერთგულები არიან,ბარადაც კი აქ სხვანაირად უყვართ,ძლიერად სწამთ,სხვანაირად გრძნობენ მზე-მთვარის ჩასვლა-ამოსვლას,აქ ვარსკვლავები უფრო ახლოა,აქაური ბუნება უფლის შედევრს გავს.აქ ყოველი დგე მონაპოვარი და თვთის საჩუქარია.ეს ყაზბეგია-კლდოვანი სამოთხე.
   ყაზბეგის ეროვნული პარკი-ჩვენი ქვეყნის ჩრდილო-აღმოსავლეთით,ცენტრალურ კავკასიონზე,სტეფანწმინდას რაიონში,მდებარეობს ყაზბეგის ეროვნული პარკი. აქ ჩამოედინება მდინარე თერგი,რომლის მარჯვენა შენაკადს,სნოს წყალს-ჯუთა და ქვენამფის წყალი ქმნიან.შეგიძლიათ,მოინახულოთ მრავალფეროვანი და იშვიათი ალპუეო და სუბალპური მცენარეების სახეობები,მრავალი ისტორიულ-კულტურული ძეგლი,ულამაზესი ბუნება.აქ მრავლად შეხვდებით გადაშენების პირას მისულ მცენარეებს.ის მრავალფეროვანი ფლორითა და ფაუნით გამოირჩევა.

                                    
(მდ.ჩხერეს ხეობა)
  მდ.ჩხერეს ხეობა,ჩხერის ვულკანური ნაკადები-ჩხერი სათავეს მყინვარწვერიდან იღებს და თერგს მარცხენა მხრიდან,სტეფანწმინდის ფარგლებში უერთდება.მდინარის მარცხენა ფერდზეა ლავური ნაკადები,რომლებიც ერთმანეთისგან ვულკანური ბრექჩიებითაა გამოყოფილი.აქ ითვლიან 5 ლავურ ნაკადს.მძლავრი ლავური ნაკადები აღწევს თერგის მარცხენა ფერდამდე,ზოგი მათგანი უფრო ზევით წყდება.ყაზბეგის რაიონში ცნობილია ორი მძლავრი ვულკანური         
ცენტრი:მყინვარწვერი და ქაბარჯინა.ორივე ვულკანი ჩამქრალია,რთული აგებულებისაა და იძლევა რადიკალურად მიმდინარე ლავურ ნაკადებს.
    ჭიუხის ვულკანური მასივი წარმოიშვა წყალქვეშ,ვულკანური ამოფრქვევის შედეგად,დაახლოებით 170 მლნ.წლის წინათ.აგებულია ბაზალტური შდგენილობის ბალიშა ლავებით.
     დარიალის ხეობა-ბუნების კიდევ ერთი საოცრება ყაზბეგში.მის მნახველს აუცილებლად მოუნდება მისი ხელახლა ნახვა.თვალი ვერ ძღება მისი ყურებით.ცამდე აწვდილი,ნისლში გახვეული მწვერვალები ღრმად ჩაფიქრებული მკაცრი სახის დევკაცებივით რომ ადგანან თერგს თავზე.ისიც თითქოს ბობოქრობით ტოლს არ უდებს და სიდიადეში ეჯიბრება.
(დარიალის ხეობა)
      დარი-ალი,დარი-ალანი სპარსულად ნიშნავს კარებს ალანებისას.არაბნი უწოდებენ მას ბაბ-ალ-ლანს,ე.ი.კაარნი ალანებისა.ჩვენებურად ეწოდება-არაგვის კარი,ხევის კარი.მდებარეობს ზღვის დონიდან 4112 მეტრზე.დარიალი წარმოადგენს მეტად ვიწრო გასავალს,სიგრძით 12 ვერსის მანძილზე,კავკასიის მთებში,მყინვარის მთის ძირში,სადაც მოშხუის და მოღელავს თერგი.უწინდელ დროში დარიალის გასავალი ერთადერთი გზა იყო ჩრდილო ველურთათვის საქართველოში შემოსევისთვის და ამიტომ  ჩვენმა მეფეებმა მიაქციეს მის გამაგრებას ყურადღება.დარიალის ხეობაშივეა გაყვანილი საქართველოს სამხედრო გზატკეცილი,რომლის გაკეთება რუსებმა დაიწყეს 1803 წელს და მხოლოდ 1820 წელს დაამთავრეს.
(ბეთლემის მონასტერი)
     ბეთლემი-ზღვის დონიდან 3900 მეტრზე ნდებარეობს.გადმოცემით,მტრის შემოსევების დროს აქ სამეფო ოჯახისა და ეკლესიის საგანძურს ინახავდნენ.სწორედ ეს გამოქვაბულია წმინდა ილია მართლის-ილია ჭავჭავაძის შესანიშნავი პოემა ,,განდეგილის"ქვაკუთხედი.ბეთლემის გამოქვაბული ძალიან რთულად მისადგომი ადგილია და იმ სასულიერო პირებსაც,რომლებიც წელიწადში რამდენჯერმე აღავლენენ ამ ადგილას წირვას,თითქმის 80 მეტრი სიმაღლის კლდის დაძლევა უწევთ.
(მყინვარწვერი)
 (ყაზბეგის ჩანჩქერი)
  
                                                                                                           
      პირველად მყინვარწვერი-ყველაზე მოკლე,მაგრამ ამავდროულად ყველაზე რთული -გველეშაპის კლდეებზე გამავალი გზით დალაშქრეს.ამ გზის გავლა პირველად სახელგანთქმულმა ქართველმა მთამსვლელმა შოთა მიქელაძემ სცადა,თუმცა 4900 მეტრის სიმალიდან მოსხლტა და დაიღუპა.5047 მეტრი,ესაა მყინვარწვერის ოფიციალური სიმაღლე.ქართველი მთამსვლელის ლაშა გოდუაძის სიტყვებია:,,მივდივარ,რადგან ევერესტი არსებობს"-სწორედ ასე უპასუხა სახელგანთქმულმა ინგლისელმა მთამსვლელმა ჯორჯ მელორიმ როცა ჰკითხეს,თუ რატომ დადიოდა მთაში.და თუ დღეის შემდეგ მეც მკითხავენ,რა მინდა მთაში,ვუპასუხებ:,,მივდივარ,რადგან მყინვარწვერი არსებობს".
       ყაზბეგში ორი ჩანჩქერია,რომელთაც ფეხით სულ იოლად მიადგებით.სოფელ არშას თავზე შგიძლიათ ახვიდეთ და ,,ქალის თმად"წოდებული ჩანჩქერი ნახოთ.აქ მდინარე არშისწყალი კლდეზე ვერცხლისფერ ჩქერალად მობიბინებს და მართლაც ქალის დალალებს მოგაგონებთ.არშის ქვედა ჩანჩქერიც გზიდან მოჩანს,ოღონდ ისე უფერულად,მოულოდნელად გამოჩნდება,რომ ვერ მიხვდებით,იმ მოყავისფრო კლდეებში წყალი რატომ გადმოუშვიათ
        მართლაც რომ გასაოცარ შთაბეჭდილებას ახდენს მნახველზე გერგეტის სამება.განსაკუთრებით თავისი ადგილმდებარეობით.აი,რას წერს ალექსანდრე ყაზბეგი შუა საუკუნეების ქართული ხუროთმოძღვრების ამ ერთ-ერთ თვალსაჩინო ნიმუშზე:,,საკმარისია ამ შენობის ნახვა,რომ კაცმა გაიგოს,რა შეუძლიან ხალხის შეერთებულს ძალას და მათს ამალებულს სულიერ მდგომარეობას".
        სამება აღმართულია ზღვის დონიდან 2170 მეტრ სიმაღლეზე.მაღალ მთაზე,რომელიც მყინვარწვერის განშტოებას წარმოადგენს და სოფელ გერგეტს დაჰყურებს.მასში შედის გალავნით გარშემოტყნული სამი ნაგებობა:დიდი გუმბათოვანი ტაძარი და ე.წ.,,საბჭეო".მყინვარისა და ორწვერის კაშკაშა თეთრ ფონზე ნაგებობები გეომეტრიული კომტურებით იხაზება და ორგანულად არის შერწყმული გარენოსთან.გერგეტის სამება ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული საკულტო ნაგებობა იყო საქართველოს მთიანეთში.აქ არა მარტო ქართველი მთიელები,არამედ ჩრდილო კავკასიიდანაც მოდიოდნენ სალოცავად.საუკუნეების განმავლობაში სამებასთან მჭიდროდ იყო დაკავშირებული მოხევეების ცხოვრება.სწორედ ამიტომაა,რომ სამების ეკლესია ალ.ყაზბეგის გმირების მოქმედების მთავარ ასპარეზს წარმოადგენს.იგი,როგორც,,სიმდიდრე და სიამაყე მოხევეთა ხალხისა",სხვა მწერლების,მოგზაურთა თუ მკვლევართა თხზულებებშიც ხშირად გვხვდება.
      ტაძრის გეგმა მარტივია.მას საფუძვლად უდევს ჯვარი,რომლის მკლავებსშორისი მონაკვეთების შევსებით მიიღება კვადრატთან მიახლოებული სწორკუთხედი.ნაგებობის შინაგანი სივრცე კომპაქტური და ერთიანია.მისი ყველა ელემენტი თავს იყრის ცენტრში,გუმბათქვეშა კვადრატის ირგვლივ.ის შიგნიდან არაბუნებრივად მაღალია,მაშინ,როცა სხვა ინტერიერის ნაწილები უჩვეულიდ დაბალი პროპორციებით გამოირჩევა.ამის მიზეზი კი არის შენობის მეორე იარუსუს სათავსოები,ეომლებიც სამალავთა რთულ სისტემას ქმნიან.  ტაძრის დაბალ და მძიმე ინტერიერს თავისი შესატყვისი განათების სისტემაც აქვს.შინაგანი სივრცე უფრო ნაკლებად არის განათებული,ვიდრე წინა ხანის ძეგლებისა,რაც ასევე ამ დროის ნიშანდობლივი თვისებაა.დამახასიათებელია აგრეთვე ტაძრის ინტერიერში არსებული კედელ-კამარების გამყოფი მძლავრი სარტყელი და გუმბათის აფრების ორნამენტული მორთულობა.ყურადღებას იქცევს საკურთხევლის აბისდის წინ აღმართული კანკელი,რომელსაც მეტად ორიგინალური ფორმა აქვს და XVI-XVII საუკუნით თარიღდება.
      ტაძეის გუმბათის ყელი გარედან ათწახნაგაა.მასში ხუთი ფანჯარაა გაჭრილი,ხოლო დანარჩენში შექმნილია ცრუ საფანჯრე არეები,რომლებიც ნამდვილი ფანჯრების მსგავსადვეა მორთული.თითოეული მათგანი ჩასმულია ორმარგლილვიან ჩარჩოში და შემკულია ფართო ორნამენტული არშიით.სამების ტაძრის დამათარიღებელი წარწერა არ მოიპოვება და არც წერილობით წყაროებშია დაზუსტებული მისი მშენებლობის დრო და ვითარება.მიუხედავად ანისა,ძეგლის სტლისტიკური მონაცენები დაისტორიული დოკუმენტების არაპირდაპირი ცნობები,მიუთითებს იმაზე,რომ ძეგლი XIV საუკუნის 30-იან წლებშია აგებული.
     გერგტის ანსამბლის მეორე ნაგებობაა სამრეკლო.აშენებულია ტაძრის სამხრეთ-დასავლეთით გალავანში და ტაძრის მსგავსადვე თლილი ანდეზიტის კვადრებით არის ნაგები.მისი პირველი სართული წარმოადგენს მასიურ კუბს,რომელშიაც ანსამბლის ეზოში შესასვლელია მოწყობილი,მეორე სართულს კი თაღებით გახსნილი ფანჩატურის სახე აქვს და პირამიდული ფორმის გუმბათით მთავრდება.სამრეკლოს ფასადებიც უხვად არის მოჩუქურთმებული,მორთულობათაგან განსაკუთრებულ ყურადღებას იქცევს დასავლეთ ფასადზე მოთავსებული მამაკაცის რელიეფური გამოსახულება,რომელსაც სამშენებლო ინსტრუმენტები-გონიო და შვეული უჭირავს ხელში.ფიგურას ირგვლივ ასომთავრულით შესრულებული წარწერა შემოუყვება,რომელიც ასე იკითხება:,,იაგუნდის ძესა,რომელმან სამრეკლონი აღაშენა წმიდისა სამებისა ეკლესიისანი,შეუნდვენ ღმერთმან.გალატოზსა გრიგოლს შეუნდვენ ღმერთმან".როგორც ვხედავთ,აქ ნაგებობის მშენებლობაზე საუბარი,მაგრამ წარწერას თარიღი არ აქვს და რც მასში მოხსენებული პირების შესახებ გვაქვს რაიმე სხვა ცნობა.
      ,,საბჭეო" ტაძრის სამხრეთ ფასადზეა მიდგმული და ფარავს ტაძარში შესასვლელ კარს,რომელიც ამოშენებულია.იგი თითქმის კვადრატული ნაგებობაა და ოდნავ აღმოსავლეთით არის მიქცეული მთელი კორპუსით.გადახურულია ერთიანი ნახევარწრიული კამარით,რომელიც სამხრეთისაკენ ფროტონით დაგვირგვინებული დიდი თაღით იხსნება.თარიღდება XV-XVIსაუკუნით.იგი ხევის თემის უხუცესთა სათათბირო ადგილი იყო.
(გერგეტის სამება)
       მაგრამ ყოველივე ეს მოხევეთა ცხოვრებაში სამების როლისა და მნიშვნელობის მხოლოდ ერთ მხარეს გვიჩვენებს.ძეგლის ისტორიის სხვა ფაქტების შესახებ კიდევ მრავალი პირდაპირი და არაპირდაპირი ცნობაა დღენდე შემონახული.მათზე დაყრდნობით ირკვევა თვით მიზეზო სამების აშენებისა.
     მონღოლებისგან გათელილი საქართველო XIV საუკუნის დასაწყისში კვლავ ძალ-ღონეს იკრებს.ქვეყნის მესვეურები სახელმწიფოს ძველი დიდების აღორძინებაზე ფიქრობენ.მათი უპირველესი საზრუნავი ხდება ქრისტიანობის შერყეული პოზიციების გამტკიცება.ქრისტიანობის შესუსტება განსაკუთრებით მთიან მხარეში შეიმჩნეოდა.ამ მიმართულებით ერთ-ერთი ყველაზე ქმედითი და რეალური ნაბიჯი ეკლესიის აგება უნდა ყოფილიყო.ალბათ,ეს გახდა მიზეზი გერგეტის სამების აგებისა.სამების მშენებლობის ინიციატორი საქართველოს საპატრიარქო უნდა ყოფილიტო,რადგან ამ დროს სამება,სოფელი გერგეტი და გერგეტელთა მეშვეობით ფაქტობრივად მთელი ხევი მცხეთის სვეტიცხოვლის მამულთა რიცხვში ითვლებოდა.
     სამება ,,მცხეთის სამკაულის სახიზარსაც"წარმოადგენდა.როგორც ჩანს,შიშიანობის დროს საქართველოს საკათალიკოსოს ძვირფასეულობა აქ ამოჰქონდათ შესანახად.ალბათ,ამ მიზნით იყო მოწყობილი თაძაეში სამალავთა რთული სისტემა.ხანგეძლივი დროის მანძილზე აქ ესვენა ქართული ქრისტიანობის ერთ-ერთი უწმინდესი რელიქვია-წმ.ნინოს ჯვარი.












არშის ციხე

(ტექსტი--ჩეკურიშვილი ბელა-,,ქართული ჩანჩქერები:შიგრა,ოკაცე,ქალის თმა". წითლანაძე ლეილა-,,ყაზბეგის არქეოლოგიური ძეგლები".)

No comments:

Post a Comment