(ყაზბეგის ხედი) |
ყაზბეგის მუნიციპალიტეტი საქართველოს ერთ–ერთი მაღალმთიანი კუთხეა, რომელსაც ძველი სახელწოდებით ,,ხევი’’–თ მოიხსენიებენ.
ხევის
ტერიტორია
უხსოვარი
დროიდანვე
ყოფილა
დასახლებული,
რაც
დასტურდება
არქეოლოგიური
გათხრების
შედეგად,
აღმოჩენილი
სამეცნიერო
ლიტერატურაში
„ყაზბეგის
განძის“
სახელწოდებითაა
ცნობილი.
იგი
მიეკუთვნება
ძვ.წ.
X-VI სს.
და
ახ.წ.
IV-VI საუკუნეებს.
ისტორიკოსთა
გადმოცემით,
XII საუკუნემდე
ხევს
ერქვა
„წანარეთი’’,
რომელიც
მოიცავდა
თერგის
ხეობას,
თრუსოს
სათავედან
დარიალის
კარიბჭემდე.
შესაბამისად
ამისა,
“წანარეთის“
მცხოვრებთა
ისტორიული
სახელწოდება
იყო
„წანარები“.
XII საუკუნიდან
, როგორც
ეს
აღნიშნულია
თამარის
ისტორიკოსის
ცნობაში,
თერგის
ხეობის
მონაკვეთს,
სოფელ
მნიდან
დარიალის
ხეობის
ბოლომდე,
ეწოდა
„ხევი“,
ხოლო
მის
მკვიდრთ
– „მოხევე“.
“წანართა”პერიოდშია
შექმნილი
ხევში
უძველესი
კულტურის
ნაწილი,
დღეს
არსებული
ქრისტიანული
ეკლესიები
და
სასიგნალო
კოშკები
მოხევეები
– ქართველ
მთიელთა
ეთნოგრაფიული
ჯგუფია.
ძირითადად
ცხოვრობენ
ისტორიული
ხევის,ამჟამად
ყაზბეგის
მუნიციპალიტეტში.
მოხევეები
საუბრობენ
მოხევურ
დიალექტზე
და
გამოირჩევიან
კულტურისა
და
ყოფის
ზოგიერთი
თავისებურებებით.
ვახუშტი
ბაგრატიონი
მოხევეებს
ასე
ახასიათებს
– „ თავიანთი
ფიზიკური
აღნაგობით
მოხევეები
საშუალო
ტანისანი
არიან.
სხეულის
სიმკვრივესთან
ერთად
მათ
ახასიათებთ
ფიზიკური
ჯამრთელობა
და
მოქნილობა.
ტიპიური
მოხევე
სახით
უფრო
პირმრგვალია,
აქვს
სახის
სწორი
მოხაზულობა
და
შავგვრემანი
ფერი.
ფიზიკურ
სისაღესთან
მოხევე
გულადია,
მოსაქმე,
მარდი
და
გამბედავი...
მოხევე
თავისი
ენის
მოსიყვარულეა.
მიუხედავად
იმისა,რომ მას მჭიდრო
ეკონომიკურ–
კულტურული
კავშირი
აქვს
კავკასიასთან
და
სხვა
უცხო
ტომებთან,
ის
მშობლიურ
ენას
არ
ივიწყებს.
ენის
სიწმინდის
შერყევა
მოხევეებს
სამარცხვინოდ
მიაჩნია.
მოხევეები
მეტყველებენ
დინჯად
და
გარკვევით.
გონებამახვილობასთან
მათ
ახასიათებთ
ნათელი
აზროვნება
და
სწრაფი
მოფიქრება.
საუბრის
დროს
მოხეურად
უქცევენ’’.
ხევში
მრავლადაა
უძველესი
ისტორიული
ღირსშესანიშნაობათა
ძეგლები.
წმინდა
სამების
გუმბათოვანი
ტაძარი
(XIV ს–ის პირველი
ნახევარი)
, გარბნის
ეკლესია
(IX-X სს)
, სიონის
სამნავიანი
ბაზილიკა
(IX-X სს),
ახალციხის
ბაზილიკა
(IX ს),
ხევში
ჯერ
კიდევ
არის
შემორჩენილი
ქრისტიანული
წარმართულ
წეს–ჩვევათა
ნაზავი.
განსაკუთრებით
აღსანიშნავია
ადგილობრივთა
(მოხევეების)
სარწმუნოებრივი
ადათ–წესები.
ყაზბეგის
მუნიციპალიტეტი
შედგება
ოთხი
მთავარი
ხეობისაგან:
სნოსწყლის,
თრუსოს,
თერგის,
და
დარიალის
ხეობებისგან.
თრუსოს
ხეობის
სათავეში
ვახუშტი
ბაგრატიონის
ცნობით
(XVIIIს)
მხოლოდ
რვა
ოსური
სოფელი
არსებობდა.ოსები
თრუსოს
ხეობაზე
სავარაუდოდ
1290–იანი
წლებში
გამოჩნდებოდნენ
რადგანაც,
XIII–ე
საუკუნის
40–იან
წლებში
ბათო–ყაენის
დროს,
მდინარე
ვოლგის
ქვემოთ
შეიქმნა
ფეოდალური
სახელმწიფო
,,ოქროს
ურდო’’,
რის
შემდეგაც
მონღოლებმა
იქ
მოსახლე
ოსების
მიწები
საძოვრებად
აქციეს,
ხოლო
ოსებმა
თავი
შეაფარეს
ჩრდილოეთ
კავკასიის
მთებს.
ოსებისთვის
მთის
მწირი
ბუნება
საკმარისი
არ
აღმოჩნდა
და
გადმოსვლა
დაიწყეს
კავკასიონის
სამხრეთ
მთიანეთში,
საქართველოში
დავით
VIII მეფობის
დროს.
1290–იანი
წლების
ბოლოს,
დასუსტებულმა
საქართველომ
წინააღმდეგობა
ვერ
გაუწია
იმიერკავკასიელი
მთიელების,
ძირითადად
ოსების
მიერ,
სამხრეთ
კავკასიის
ქართველი
მთიელების
მიწების
დაკავებას.თუმცა
მეფე
დავით
VIII, 1301 წელს მონღოლებს აუჯანყდა, დამარცხდა და თავი გველეთის ციხეს შეაფარა. დროთა განმავლობაში ოსებმა სოფელ
კობამდე
ჩამოინაცვლეს.
ადრეულ
პერიოდში
ხევი,
სტრატეგიული
მნიშვნელობის
გამო,
სამეფო
ხელისუფლების
მზრუნველობის
ქვეშ
მყოფი
რეგიონი
იყო.
ხევში,
ხევისბერების
მმართველობა
იყო
განმტკიცებული,
რომლებიც
საბჭეოს
(სათათბირო)
გადაწყვეტილებებით
იღებდნენ
ხევის
ყველა
მნიშვნელოვან
საკითხს.
ხოლო
თვითონ
შიგნით
თემში,
თემის
საჭირბოროტო
საკითხებს
წყვეტდა
თემი
– თემის
ყრილობაზე.
საბჭეო
იკრიბებოდა
წმინდა
სამების
ეკლესიის
ტერიტორიაზე,
სპეციალურად
აშენებულ
შენობაში.
მყინვარწვერის
ძირში
არის
მე–XIV
საუკუნის
დასაწყისში
აშენებული
წმინდა
სამების
სახელობის
ეკლესია.
მისი
ძირითადი
ფუნქცია,
გარდა
ხევში
მართლმადიდებლობის
დაცვისა,
ჰქონდა
აგრეთვე
ქვეყანაში
მტრების
შემოსევისას
განძთსაცავის
ფუნქციაც.
აქ
ინახებოდა
წმ.
ნინოს
ჯვარი.
ხევის
უძველეს
ისტორიაში
მნიშვნელოვანი
ადგილი
დარიალის
ხეობას
უკავია.გადმოცემით,
დარიალის
ხეობაზე
პირველი
სიმაგრე
აუშენებია
იბერიის
მეფე
მირიან
I-ს
(ძვ.წ. II
საუკუნის
I ნახევარში).
V საუკუნეში
ვახტანგ
გორგასალმა
აღადგინა
ძველი
სიმაგრე.
X-XIII საუკუნეებში
დარიალის
ხეობის
როლი
გაიზარდა.
ამ
გზით
საქართველოს
პოლიტიკური,
ეკონომიკური
და
კულტურული
ურთიერთობა
ჰქონდა
კავკასიონის
ჩრდილოეთით
მდებარე
ქვეყნებთან.
დარიალის
გზით
ჩამოასახლა
(1118–1120წ.წ) საქართველოში
ყივჩაღები
დავით
აღმაშენებელმა,
მანვე
განაახლა
დარიალის
სიმაგრე.
დარიალის
გზით
მიმოდიოდნენ
პოლიტიკურ–დიპლომატიური
და
სამხედრო
მისიები.
საქართველოს
სამხედრო
გზის
გაყვანის
შემდეგ
მოძრაობა
დარიალის
ხეობაში
რეგულარული
და
ინტენსიური
გახდა
(ტექსტი--ქაზარაშვილი ნინო-,,ყაზბეგი"-2011წ.)
Las Vegas Casinos & Resorts - MapYRO
ReplyDeleteFind 서귀포 출장마사지 all Las Vegas 문경 출장마사지 Casinos 강릉 출장마사지 & 울산광역 출장샵 Resorts - 김천 출장샵 MapYRO